English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძენანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი განვითარების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში  გამოკვლეულია საქართველოში ICT ტექნოლოგიების განვითარების არსებული დონე და შემოთავაზებულია მათი შემდგომი განვითარების ძირითადი გზები, აღნიშნულია, რომ საქართველოში საკმაოდ სწრაფად ვითარდება როგორც ფიქსირებული, ისე მობილური სატელეფონო ქსელი, ასევე ფიქსირებული ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური  ინტერნეტმომსახურება,  Wi-Fi-ის და  DSL-ის  სერვისი. შეიქმნა და თანდათან უმჯობესდება შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა.

საკვანძო სიტყვები. საინფორმაციო ტექნოლოგიები. საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მობილური ინტერნეტი. 

თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, სოციალურ პროგრესს, მისი გადასვლა ახალ ეტაპზე ყოველთვის ასოცირდება ახალი, პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვასთან წარმოებაში და ადამიანის საქმიანობის სხვა სფეროებში, რადგან ტექნოლოგია და იდეოლოგია აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს [Лестер Туроу. 1999]. დღევანდელ ეტაპზე ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები იწვევს ეკონომიკაში ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, რომლებიც მოიცავს ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს. ამ პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდ გამოიყენება შემდეგი ცნებები: „ინფორმაციული ეკონომიკა“ და „ქსელური  ეკონომიკა“.

ინფორმაციული საზოგადოების ფორმირების კონცეფციის შექმნა განპირობებულია ინტეგრირებული  ავტომატიზაციისა და კომპიუტერიზაციის  განვითარებით, საინფორმაციო ინდუსტრიის, მონაცემთა გადაცემის ქსელის, ეროვნული და საერთაშორისო მონაცემთა ბაზების შექმნით. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან დ.ბელის [Bell D. 1976], ი. მასუდის [Masuda Y. 1988], ე. ტოფლერის [Toffler  Alvin.1980] ნაშრომებში.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოწინავე ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის პრობლემებს, როგორც ძირითად ღირებულებას, მისი უფლებებისა და თავისუფლების განმტკიცებას. ამისთვის, გარდა პოლიტიკური და სამართლებრივი ძალისხმევისა, საჭირო გახდა საინფორმაციო  და  ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის (პრესა, რადიო, ტელევიზია, კომუნიკაციები, მონაცემთა ბაზა) შექმნა და განვითარება, რამაც ხელი შეუწყო მეცნიერების ინტენსიური ტექნოლოგიების გაჩენას და მათ სწრაფ გავრცელებას. ყოველივე ამან განაპირობა ეკონომიკის თვისებრივად ახალ დონეზე გადასვლა. მოხდა ახალი  – ინფორმაციული  საზოგადოების – ფორმირება, რომლის ეკონომიკა დაეფუძნა ცოდნისა და ინოვაციების უწყვეტ ნაკადს, რის გამოც მას ინოვაციურეკონომიკასანცოდნაზედაფუძნებულეკონომიკასუწოდებენ. საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია მომსახურების სექტორის უზარმაზარი  ზრდა.

საზოგადოების ინფორმატიზაციის დროს მთავარი ყურადღება ეთმობა იმ ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც მიზნად ისახავს საიმედო, ყოვლისმომცველი და დროული ცოდნის სრულ გამოყენებას ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.

ამჟამად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ხარისხით ახორციელებს ინფორმატიზაციის პროცესს. არასწორად შერჩეულმა ინფორმატიზაციის სტრატეგიამ ან მისმა არასაკმარისმა დინამიზმმა და მობილურობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და ზოგჯერ დრამატული ცვლილებები ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.

საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გარკვეული ძვრებია საინ­ფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების  მიმართულებით, რაზედაც მიუთითებს  შემდეგი:

  1. მიღებულ იქნა საქართველოს კანონები, მთავრობისა და შესაბამისი მარეგულირებელი კომისიის დადგენილებები:
  2. კანონი  ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ   [ელექტრონული... 2005], რომე­ლ­იც ადგენს საქართველოს ტერიტო­რია­ზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელე­ბი­თა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძ­ვ­ლებს, ამ     სფეროში კონკურენტული  გარე­მოს  ჩამოყალიბებისა  და  რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მა­რე­გულირე­ბელი  ორგანოს (საქართველოს კომუნიკაცი­ების  ეროვნული კომისიის) ფუნქ­ციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენე­ბისა  და მომსახურების მიწოდების დროს ფიზი­კურ და იურიდიულ პირთა  უფლე­ბებსა  და  მოვალეობებს.
  3. მაუწყებლობის შესახებ [მაუწყებლობის... 2005], რომლიც სიტყვისა და  აზრის თა­ვი­­ს­­უფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს,  მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს. მისი მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის  კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების  უზრუნველყოფა.
  4. ინფორმაციული  უსაფრთხოების  შესახებ   [ინფორმაციული... 2012], რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას, დააწესოს საჯარო და კერძო სექტორების უფლება-მოვალეობები ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, აგრეთვე განსაზღვროს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლი.
  5. კანონი  საინფორმაციო  ტექნოლოგიური ზონების შესახებ [საინფორმაციო... 2012], რომ­ლ­­ის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისა­თვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლო­გი­­ების სფეროში, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების და ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკი­თხების მოწესრიგება საქართველოს საგადასახადო სხვა სამართლებრივ  აქტებთან  ერთ­ად.
  6. მთავრობის დადგენილება საქართველოში  ფართოზოლოვანი  ინფრას­ტრუქ­ტურის გან­ვითარების სახელმწიფო პროგრამის  შესახებ [ფართოზოლოვანი... 2016], რომლის მიზანია საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ამგვარი ინფრა­სტრუქტურის  ხელმისაწვდომობის  ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრა­მ­ის  მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საკომუნიკაციო სფეროში თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას, კონკურენციის განვითარებასა და კერძო ინვესტი­ცი­­ების  განხორციელებას,   რისთვისაც,  ერთი მხრივ, შეიმუშავებს ფინანსური ხელშე­წ­ყობის  მექანიზმებს (ფინანსური  ხელშეწყობის  კომპონენტი), ხოლო,  მეორე მხრივ, აშენებს ინფრასტრუქტურას  (ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი).
  7. მთავრობის  დადგენილება  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელების სახაზო  ნაგებო­ბე­­­­ბის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ [ელექტრონული... 2007], რომლიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუ­ნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს, დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს, მისი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების გარეშე ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ დაზიანებისაგან დაცვა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
  8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  რეგლამენტის  თაობაზე“ [ელექტრონული... 2006], რომელიც ადგენს მომხმარებ­ლისათვის  ელექ­ტრო­ნული საკომუნიკაციო  მომსახურების  მიწო­დების ზოგად წესებს, აგ­რე­თვე ადგილობრივი საკომუ­ნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების გა­წევის წესებსა და პირობებს, რაც სავალდებულოა შესასრულებლად ამ ტიპის  საკომუნი­კაციო მომსახუ­რების ნებისმიერი მიმწოდებლისა და მომხმარებ­ლისათვის. მისი მიზანია უზრუნველყოს სათანადო მომ­სა­ხურება და  მომხმარებელთა უფლებებისა და კანო­ნიერი ინტერესების დაცვა.

II. დაარსდა  საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნუ­ლი კომისია [კომუნიკაციების...2003]. იგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი  ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ  სახელმწიფო უწყებას და რომლის რეგულირების სფეროა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფერო რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმია­ნობა ექვემდებარება ლიცენზირებას ან ავტორიზაციას. კომისიის ფუნქციებია:  მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლი­ტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება; სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედე­ბ­ის შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულე­ბაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვე­ვაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; სიხშირეების მინი­ჭება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხ­ორ­ციე­ლება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველ­ყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტ­უნარი­ანი გარემოს  ჩამოყალიბება, შენარჩუნება  და   განვითარება.

III.მიმდინარეობს  ტელესაკომუნიკაციო  დაკორპორატიული  საინფორმაციო  სისტემებისგანვითარება[1]:  იზრდება  მსოფლიოს  ღია ქსელების აბონენტთა რაოდენობა, სწრაფად იზრ­­­­­დ­­ება მობილური ტელეფონების მოხმარება და  ა.შ. მაგალითად, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში 2022  წლისათვის  0-დან 84, %-მდე გაიზარდა სა­წარ­მო­თა წილი, რომელთაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა. ფიქსირებული სატელეფონო სერ­ვი­სის აბონენტების  რაოდენობა ჯერ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ბოლო წლებში შემცირება შეინიშნება (თუ 2005 წლის 554 ათასიაბონენტიდან 2014 წელს 1,1 მილიონ აბონენტამდე გაიზარდა, 2022 წლისათვის 597 ათასამდე შემცირდა), რაც მობილური ტელეფონისა და ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდითაა გამოწვეული. ფიქსირებული სა­ტელე­ფონო მომსახურების აბონენტების დიდი უმრავლესობა თავმოყრილია  თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და  რუსთავში.

2021 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა  და 1009000  შეადგინა, საიდანაც 962 ათასი ფიზიკური პირია. აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში იზრდება. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ბაზარი თით­ქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთ­რებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსი­რებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშ­ვნე­­ლოვნად იზრდება. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტით 2351 სოფელში სარგებლობენ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად საქართვე­ლოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის [მთავრობის... 2016] მხარ­და­­ჭე­­­რის მიზ­ნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანა­დაფინანსებით, „Log-in Georgia“-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი 1000 სოფლის 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი  ხარისხის  და  შეღავათიანი  ინტერნეტმომსახურების მიწოდების შესაძ­ლებლობის  შექმნაა [2021 წელს... 2021]. „Log-in Georgia“-ს პროექტისთვის მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ. ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება უკვე გამო­ყო.  მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველ­ყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაცი­ული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას. შემუშავებული მოდელით ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმა­რებ­ლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით [ინტერნეტიზაციის... 2020]. 

2021  წლის მონაცემებით მობილური აბონენტების  რაოდენობამ 5,55 მილიონი შეადგინა, ნაცვლად 2005 წლის 1,174-მილიონიანი მონაცემებისა. იმავე წელს აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა:  „მაგთიკომი“ – 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ – 25%. მობილურ კავშირზე „მაგთიკომის“ ერთმა აბონენტმა თვეში საშუალოდ 10.9 ლარი დახარჯა, „სილქნეტის“ აბონენტმა – 10.1 ლარი, ხოლო ყველაზე ნაკლები  6.8  ლარი  – „ბილაინის“ აბონენტმა.

სწრაფად იზრდება მობილური  ინტერნეტის  მომხმარებელთა რაოდენობა, რაც გან­პი­­რობებულია   ბაზარზე  ახალი  თაობის   ტელეფონების  რაოდენობის  ზრდით,  ასევე 4G ქსელის მომსახურების განვითარებით, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი  მოთხოვნაც დაემატა. 4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს „ბილაინს“ – 92.5%  და „მაგთიკომს“– 92.3%, ხოლო „სილქნეტს“ – 87.7%. 2021 წელს მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის  ნახევარი  მილიონით – 494 ათასით  – მეტი  იყო.

WiFi სერვისი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიაა. აღსანიშნავია, რომ ის ძირითადად იმ რეგიონებში ვითარდება, სადაც სადენიანი ინტერნეტი  ნაკლებად  ხელ­მისაწვდომია.   2021 წელს ყველაზე დიდი ხვედრითი წილით, ამ მომსახურების აბონენტთა რაოდენობის მიხედვით,  გამოირჩევა „სქაიტელსი“ – 42%.

როუმინგის  მომსახურება  დამოკიდებულია  ტურისტულ სეზონზე, ამიტომ პანდემიის პირობებში როგორც გასული, ისე   შემოსული როუმერების რაოდენობა მნიშვნელოვნად  შემცირდა, მაგრამ  2021 წლის მეორე ნახევრიდან ის ასევე მნიშვნელოვნად იზრდება.

რიგ სახელმწიფო დაწესებულებებში ჩამოყალიბდა და წარმატებით ფუნქციონირებს  ადგილობრივი  საინფორმაციო   ქსელები  – LAN.

ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო  მნიშვნე­ლოვანი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი   მუშაობის   ციფრულ   პლატფორმებზე   გადავიდა.

2021 წელს გაფართოვდა რადიომაუწყებლობის არიალი, რის შედეგადაც რადიო­გადაცემების მიღება შესაძლებელი გახდა საქართველოს ყველა მცირედ დასახლებულ პუნქტებშიც კი.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პროგრესის მიუხედავად, საქართველოში საინფორმა­ციო და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  განვითარების  (ICT) მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასა­კე­­თე­­­ბე­ლი, კეროდ: მთავარი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით თანამედ­რო­ვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარებული ელექტრონული საკომუნიკაციო სივრც­ის შექ­მნა და მისი ინტეგრაცია გლობალურ საინფორმაციო გარემოში; საინფორმაციო და საკომუნი­კაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სფეროების შექმნას: ელექტრონული კომერცია, ტელემედიცინა, დისტანციური სწავლება, ინტელექტუალური სისტემები და სხვა; ინფორმაციის გადაქცევა საქონელად, საინფორმაციო ბაზრის  შექმნა და განვითარება; ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი დაწესებულებების ჩართვა ზოგადინფორმაციულ სივრცეში და ამ კავშირების მაღალი სიჩქარის ინტერნეტით უზრუნველყოფა;  ICT-ის  სფეროში ჩართული კომპანიებისთვის მი­მზიდველი გარემოს შექმნა; ინფორმაციის   მოპოვების თანაბარი შესაძლებლობების არსებობა ყველა რეგიონში  საინფორმაციო  და  ICT  ტექნოლოგიების გამოყენებით; საინფორ­მაციო და სატე­ლე­­კომუნიკაციო ტექნოლოგიების სრულყოფასთან ერთად ადამიანური რესურსების განვითა­რება; საქართველოს მიერ რეგიონის ლიდერის ადგილის მოპოვება  ICT  ტექნოლოგიების  სფე­რო­ებში  და   სხვ. 

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს არ დაჭირდება ის დრო, რაც დასჭირდათ განვითარებულ ქვეყნებს ინფორმატიზაციის მაღალი დონის მისაღწევად, რადგან ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ გამოვიყენოთ  მსოფლიოს  გამოცდილება. მაგრამ, ამავდრო­ულად, ახალი ტექნოლოგიების გადაც­ემა შეუძლებელია ადეკვატური საფუძვლის არსებობის გარეშე. საჭიროა შესაბამისი საკანონ­მდე­ბ­ლო ბაზის შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შესაბამისი  ბიზნესკულტურის  ჩამოყალიბება (ცო­დ­ნა, აზროვნება, გამოცდილება, მენტალიტეტი) და  სხვა. რაც მთავარია, საინფორმაციო ტელე­სა­კომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს ეკონომიკური განვითარების შესაბამის დონეს, ამიტომ ეკონომიკური განვითარებისა და ICT ტექნოლოგიების სრულყოფის პროცესები ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს  [Абесадзе Р.  2016.]. 

დასკვნა

ნაშრომში  გამოკვლეულია საქართველოში ICT ტექნოლოგიების განვითარების არსებული დონე და შემოთავაზებულია მათი შემდგომი განვითარების ძირითადი გზები. აღნიშნულია, რომ  ქვეყანაში  საკმაოდ სწრაფად ვითარდება როგორც ფიქსირებული, ისე მობილური სატელეფონო ქსელი, ასევე ფიქსირებული ფარ­თოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური  ინტერნეტმომსახურება,  Wi-Fi-ის და DSL-ის სერვისი; შეიქმნა და თანდათან უმჯობესდება შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა.

პროგრესის მიუხედავად, საქართველოში საინფორმა­ციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების (ICT) მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასა­კე­­თე­­­ბე­ლი, კერძოდ,  მთავარი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით თანამედ­რო­ვე  ტექ­ნო­ლოგიებზე  დაფუძნებული განვითარებული ელექტრონული საკომუნიკაციო სივრც­ის შექ­მნა და მისი ინტეგრაცია გლობალურ საინფორმაციო გარემოში; საინფორმაციო და საკომუნი­კაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სფეროების შექმნა (ელექტრონული  კომერცია,  ტელემედიცინა,  დისტანციური  სწავლება, ინტელექ­ტუალური სისტემები და სხვა); ინფორმაციის გადაქცევა საქონლად, საინფორმაციო ბაზრის შექმნა და განვითარება;  ზოგადსაგანმანათლებლო და  უმაღლესი დაწესებულებების ჩართვა ზოგადინფორმაციულ სივრცეში და ამ კავშირების მაღალი სიჩქარის ინტერნეტით უზრუნველყოფა; ICT-ის სფეროში ჩართული კომპანიებისთვის მი­მზიდველი გარემოს შექმნა;  ინფორმაციის მოპოვების თანაბარი შესაძლებლობების არსებობა ყველა რეგიონში საინფორმაციო  და ICT ტექნოლოგიების გამოყენებით; საინფორმაციო და სატე­ლე­­კომუნიკაციო  ტექნოლოგიების  სრულყოფასთან  ერთად ადამიანური რესურ­სების განვითა­რება; საქართველოს მიერ რეგიონის ლიდერის ადგილის მოპოვება ICT ტექნოლოგიების სფე­რო­ებში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს არ დასჭირდება ის დრო, რაც დასჭირდათ განვითარებულ ქვეყნებს ინფორმატიზაციის მაღალი დონის მისაღწევად, რადგან ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ გამოვიყენოთ მსოფლიოს გამოცდილება,  მაგრამ ამავდროულად ახალი ტექნოლოგიების გადაც­ემა შეუძლებელია ადეკვატური საფუძვლის არსებობის გარეშე. საჭიროა შესაბამისი საკანონ­მდე­ბ­ლო ბაზის შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შესაბამისი ბიზნესკულტურის ჩამოყალიბება (ცო­დ­ნა, აზროვნება, გამოცდილება, მენტალიტეტი) და სხვა. რაც მთავარია, საინფორმაციო ტელე­სა­კომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს ეკონომიკური განვითარების შესაბამის დონეს, ამიტომ ეკონომიკური განვითარებისა და ICT ტექნოლოგიების სრულყოფის პროცესები ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Bell D. 1976. The social framework of the information society. In M. Dertouzas & J. Moses (Eds), Cambridge: MIT Press, 1976.
  2. Лестер Туроу. 1999. Будущее Капитализма. «Сибирский хронограф», 1999
  3. Masuda Y. 1988. The information society as post industrial society. Washington, DC: The World Future Society, 1988.
  4. Toffler  Alvin.1980. The Third Wave (1980). Bantam Books .
  5. Абесадзе Р. 2016. ИНФОРМАЦИОННЫЕ И ТЕЛЕКОММУНИКАЦИОННЫ ТЕХНОЛОГИИИ ПРОБЛЕМЫ ИХ РАЗВИ­Т­ИЯ В ГРУЗИИ. Международная научно-практическая Интернет-конференция «ЭКОНО­МИ­КА И МЕНЕДЖМЕНТ 2016: ПЕРСПЕКТИВЫ ИНТЕГРАЦИИ И ИННОВАЦИОННОГО РАЗВИТИЯ» (г. Днепропетровск 14–15 апреля 2016 года)
  6. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი. 2005.
  7. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის თაობაზე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება). 2006. https://matsne.gov.ge/ka/document/view/63556?publication=0
  8. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საპილოტე ქსელის მშენებლობა დაიწყო  2020 http://www.economy.ge/?page=news&nw=1586
  9. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი.  2012.
  10. კომუნიკაციების ეროვნული კომისია.  2003. https://matsne.gov.ge/ka/document/view/69892?publication=0 
  11. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი. 2005. https://matsne.gov.ge/ ka/document/view/32866?publication=63https://matsne.gov.ge/ka/document/view/29620?publication=44 
  12. მთავრობის დადგენილება საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. 2016. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3355632?publication=0 
  13. მთავრობის დადგენილება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ. 2007. https://matsne.gov.ge/ka/document/view/8614?publication=0 
  14. საინფორმაციო  ტექნოლოგიური  ზონების  შესახებ  საქართველოს კანონი. 2012. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1635319?publication=0 
  15. ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020–2025 სტრატეგიისა და  მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის განკარგულება). 2020. https://www.gov.ge/files/545_74851_576141_60.pdf
  16. შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021.https://www.geostat.ge/media/40377/ შინამეურნეობებში -ICT- გამოყენების მაჩვენებლები, 2021.pdf
  17. 2021 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ  მილიონს  გადააჭარბა. 2021. https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/2021-wels-fiqsirebuli-internetis-abonentebis-raodenobam-milions-gadaacharba.page


[1]სადაც მითითება არ  არის, მონაცემები აღებულია  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნუ­ლი  კომისიის წლიური ანგარიშებიდან.